4 ოქტომბრის მოვლენებში სუსის ხელი ურევია - სამოქალაქო აქტივისტები

12.10.25 15:13
4 ოქტომბრის მოვლენებში სუსის ხელი ურევია - სამოქალაქო აქტივისტები

შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის მომენტალური მორღვევა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათი თქმით, ივანიშვილის ინტერესი იყო, ისეთი ვითარება შეექმნა, რომ შემდეგ საკუთარი რეპრესიების გამართლება მოეხერხებინა.  

გვქონდა ჩვენი მოსაზრებები, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ბიძინას ინტერესი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ინეტერესი მისი, როგორც სხვა შემთხვევებში სხვა ქვეყნებში მოხდა, იყო იგივე, და ეს არის ასეთი მასშტაბური პროტესტის დროს ისეთი ვითარების შექმნა, რომელსაც მერე ის გამოიყენებდა საკუთარი რეპრესიების გასამართლებლად, რა შემთხვევაშიც, ხალხის დიდი ნაწილი შეეგუებოდა და მეტიც, მხარდაჭერას გამოუცხადებდა იმ რეპრესიულ მოქმედებებში, რომელსაც ახლა ახორციელებს ან შეიძლება, ჰქონდა დაგეგმილი. და ის კონკრეტული კადრები, რომელიც შეეხება უშუალოდ ადამიანების მიერ ღობის გამოგლეჯვას და ა.შ., აი, ამ ეჭვებს და მოლოდინებს აბსოლუტურად ადასტურებს, - ამბობს ქართული რესპუბლიკის თანადამფუძნებელი გიორგი თავართქილაძე.

კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ მოვლენები ცხადყოფს, რომ მომხდარში სუსის ხელი ურევია.  

რაც არ უნდა ყოფილიყო შედეგი 4 ოქტომბრისა, "ქართული ოცნების" ნერვილობა ამ დღეზე მკაფოდ ჩანდა. ამიტომ, ვფიქრობ, სუსი კარგად მუშაობს. ეს კარგია თუ ცუდია, უკვე სუბიექტურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამაში ჩარევა შეძლეს და თავიანთი ინტერესი გაინაღდეს. არ იყო დაგეგმილი კარგად, ფაქტია, არ იყო მშვიდობიანი, როგორც გვებნებოდნენ, მაგრამ ეს ძალადობრივი დეტალები, მგონია, რომ ზუსტად სუსის ინტერესი იყო და მოახერხეს კიდეც, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.     

მსგავსი სიახლეები