ეროვნული კრების დაკავებულ ორგანიზატორებს სატელეფონო ზარები და პაემნები აუკრძალეს
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სატელეფონო ზარები აუკრძალეს. 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ვერც წერილებს გამოაგზავნიან რუსთავის და გლდანის ციხეებიდან და ვერც პაემნის უფლებით ისარგებლებენ. "პირველებიბს" ინფორმაციით, შეზღუდვებიიი ბრალდებულებს პროკურორის დადგენილებით დაუწესეს, თუმცა რა მოტივია დასახელებული ოფიციალურ დოკუმენტში, ჯერჯერობით უცნობია.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, იგი წერილობითი სახით ჩვენ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც ზუსტად არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, იგი იქნება იგივე შნაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილები პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის, დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ხაბეიშვილით. ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილებთან და შილიშვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს. პაატა ბურჭულაძე რომ კრიმინალებს არ ხვდება და კრიმინალურ ორგანიზაციას არ მართავს ციხიდან, მემგონი, ეჭვს ეს არავისთვის არ იწვევს თუ სულელი არ არის უბრალოდ. შესაბამისად, ეს არის ადამიანის გამწარების, ადამიანისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა, - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას ენმ- სწევრი თათია ნიკოლაიშვილის დაკავებულების გაჩუმების და მათთვის ძალის ჩვენების მცდელობად აფასებს.
მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა ამ მოთხოვნით დაინახა რუსულმა ოცნებამ 100 ათასობით ადამიანი ქუჩაში და ამის შემოქმედები, ვინც დაუძახა ამ ხალხს და ვინც თავი გასწირა, ახლა დაატყვევეს და ეშინიათ მათი, ცხადია. ეს არის მცდელობა, რომ ძალა აჩვენონ, პირი ამოუკერონ. მე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბოლომდე ვიდექი ამ 5 ადამიანის გვერდით, მე არ მაქვს არანაირი შეითხვა ამ ადამიანების მიმართ და ჩემი აზრით, ვინც ამ შეკითხვებს სვამენ, სხვადასხვა რიტორიკით, სხვადასხვანაირად რომ ფუთავენ, შეკითხვა მაქვს მათთან: რას კითხულობთ, ხალხო? რა არის თქვენი შეკითხვა, რომ რატომდ ამარცხდნენ ეს ადამიანები?ან სუსის ჩარევას რომ ეძებენ, ჩემი აზრით, ის ადამიანები უფრო გამოიყურებიან სუსის ხელებად და ფეხებად, - ამბობს თათია ნიკოლაიშვილი.
ანა წითლიძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა ციხიდან წერილის გამოქვეყნებას და განმარტებების გაკეთებას გეგმავს. ამასთან, ენმ-ის წევრი თქმით, კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებენ არც პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და ენმ-ის ლიდერი ირაკლი ნადირაძე.