"ასე რომ არ მეკივლა, დამიჭერდნენ"- მოდელი ანა თოფურიძე პოლიციის მაღალჩინოსანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ამხელს

12.10.25 17:28
"ასე რომ არ მეკივლა, დამიჭერდნენ"- მოდელი ანა თოფურიძე პოლიციის მაღალჩინოსანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ამხელს

მოდელი ანა თოფურიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პოლიციის ყოფილ უფროსს, გიორგი პირველაშვილს დაუპირისპირდა, მომხდარის შესახებ უკვე "პირველებთან" ინტერვიუში საუბრობს.

თოფურიძის თქმით, საპატრულო ეკიპაჟმა ის გიორგი პირველაშვილის მითითებით გააჩერა. სცენარი, მისი თქმით, თავიდან დაჯარიმებას, შემდეგ კი დაკავების მცდელობას მოიცავდა. ქალი ამბობს, რომ ვითარება კონტროლიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც მან 112-სა და 126-ზე დარეკა.

მოდელი ამტკიცებს, რომ პირველაშვილი უკანონოდ ფლობდა მის პერსონალურ ინფორმაციას და პირადი გავლენები გამოიყენა პატრულზე ზეწოლისთვის.

მე რომ ასე არ მეკივლა, დამიჭერდნენ, აბა, რას იზამდნენ? აბა, რისთვის გადმომიხტა? პირველაშვილმა ეს გააკეთა მაიმუნურად, როგორ ვთქვა, გასაპრანჭად თუ რაღაცა, კარგი გმირი რომ გამოჩენილიყო. უბრალოდ გააჩერებინა, მერე მოვიდოდა დაჯარიმების პროცესში, ეტყოდა, რომ ჩემი მეგობარია, გაუშვით და როგორ ვთქვა, იკაცა... მაგრამ ისე დაიძაბა სიტუაცია და ის პატრული ისეთი უმართავი იყო, რომელმაც მე გამაჩერა, რომ ვეღარ გააკონტროლა პირველაშვილმა ეს სიტუაცია. ასევე არ ელოდა, რომ მე 112-ში და 126-ში დავრეკავდი და გართულდა ფიზიკურად, უკვე ჯარიმის არდაწერა აღარ გამოუვიდათ, უკვე ბოლომდე გადაწყვიტეს, გადაევლოთ ჩემზე. პირველაშვილს ჰქონდა წვდომა ჩემს Pol.ge-ზე, თვითონ მითხრა, რომ შენ რომ გაკავებდნენ, ჩააგდეს ჩატშიო. თუ პოლიციელი აღარ არის, რატომ აქვს ჩემს პირად ინფორმაციებზე წვდომა? ესეც გაუგებარი და დასადგენია. რატომ უთანხმებდა პირველაშვილ გიორგის ჩემს დაკავებას პატრული და რატომ მოხდა ჩემი გაჩერება შუშებჩამოწეულზე პირველაშვილის გადაცემის საფუძველზე? პირველაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომელ საათზე რა ზარი განვახორციელე მე 112-ში, ასევე 126-ში და შემდეგ მეუბნება, რომ შენ რომ 112-ში და 126-ში არ დაგერეკაო, მე არც მაგ 500 ლარიანს დავაწერინებდიო. გამოიყენა, რა თქმა უნდა, ბოროტად თავისი გავლენები და თავისი კონტაქტები. კიდევ იმას ვამბობ, რომ ჩემი პერსონალური ინფორმაციას არ ვთვლი, რომ დაცულია, რადგან თუ გათავისუფლებულია პირველაშვილი, აღარ არის პოლიციის თანამშრომელი, მაშინ იგივე ჯარიმა რატომ არ დაუწერეს, დაბურული ქემრით იყო მოსული და იარაღით? პირადი მოტივით პირველაშვილს უნდოდა თავის გამოჩენა და გაპრანჭვა. ვიცნობ ბავშვობიდან, კალათბურთელი რომ იყო, იმ დროიდან. მოვწონდი და მოდიოდა ხოლმე აქ და მეძახდა: "ანი, ანი!", - ამბობს მოდელი "პირველებთან" საუბარში. 

 

მსგავსი სიახლეები