"შენც მოგადგებიან" - ოპოზიციის და აქტივისტების აქცია გორში
"შენც მოგადგებიან" - გორში, საკრებულოს შენობის წინ, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. შეკრების მიზანია ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკების წინააღმდეგ პროტესტი.
მათივე ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილები გაუგზავნა ფიზიკურ პირებსაც და ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის საბანკო გადარიცხვების ამონაწერებს. საუბარია კონკრეტულად თეონა ფანქველაშვილსა და თეონა ბზიშვილზე.
პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებ გორელ პოლიტპატიმარს ვახტანგ ფიცხელაურს და ყველა იმ სინდისის პატიმარს, რომელიც უკანონოდ იმყოფება დღეს საპატიმროში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს გამოვედით ორანიზაციების და ფიზიკური პირების მხარდასაჭერად, რომლებსაც რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროდან მიუვიდათ წერილები და სრულიად უსაფუძლო, იმიტომ, რომ მონაცემები, რომელიც პერსონალურია, არავის აქვს უფლება, მათზე ჰქონდეთ წვდომა, მითუმეტეს, ასე დაუსაბუთებლად, - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.
ორგანიზატორები ამ მოთხოვნებს დაშინების მექანიზმად აფასებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება.
ყველას მოგვადგებიან და ყველა ოჯახში შევლენ, იმის გამო, რომ გააკრიტიკებ ხელისუფლებას, მათ ქცევას. მე, თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი დავისაჯე და ვისჯები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვაკრიტიკებ რეჟიმს. 250 დღეზე მეტია, უწყვეტად გორში ვდგავართ და ვაპროტესტებთ არსებულ რეჟიმს და ეს გაგრელდება მანამდე, სანამ რუსული რეჟიმი იარსებებს ამ ქვეყანაში, - ამბობს აქტივისტი.