გამოიყენა თუ არა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი პირველაშვილმა ძალაუფლება ბოროტად? - რას ყვება მოდელი ანა თოფურიძე

12.10.25 20:32
გამოიყენა თუ არა ყოფილმა პოლიციელმა გიორგი პირველაშვილმა ძალაუფლება ბოროტად? - რას ყვება მოდელი ანა თოფურიძე

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო მოდელი ანა თოფურიძე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი პირველაშვილს, პირადი გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. თოფურიძის თქმით, ორმა საპატრულო ეკიპაჟმა მისი ავტომობილი პირველაშვილის მითითებით გააჩერა, 500 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი დაკავებით დაემუქრნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც თოფურიძე აფთიაქიდან სახლში უბრუნდებოდა.

მომხდარის შესახებ ახალგაზრდამ „პირველებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ადგილზე გიორგი პირველაშვილიც გამოჩნდა, რომელიც წინასწარ ფლობდა ინფორმაციას მისი გაჩერებისა და დაჯარიმების შესახებ. თოფურიძე ამტკიცებს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს დაბურული მინები და იარაღი ჰქონდა, მაშინ როცა შსს „პირველებს“ უდასტურებს, რომ პირველაშვილი უწყებაში მოქმედ თანამშრომლად აღარ ირიცხება.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები