სანატორიუმები და მიწები საბაზრო ფასზე სამჯერ ნაკლებად - როგორ აღმოჩნდა კურორტი აბასთუმანი ერთი კაცის ხელში

12.10.25 20:25
სანატორიუმები და მიწები საბაზრო ფასზე სამჯერ ნაკლებად - როგორ აღმოჩნდა კურორტი აბასთუმანი ერთი კაცის ხელში

კურორტ აბასთუმანში არსებული რამდენიმე მსხვილი ობიექტი ბოლო წლებში ოფშორული კომპანიებიდან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სუბიექტებზე გადავიდა - მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ტერა“ და ფონდი „ქართუ“.

„პანორამა აბასთუმანი“ სანატორიუმის ტერიტორია: პროექტს თავდაპირველად აშენებდა შპს „სანაპიროს ხედი“, რომლის მესაკუთრე პანამაში რეგისტრირებული კომპანია იყო. ახლა ობიექტი სს „ტერას“ საკუთრებაშია.

„პარაგრაფ აბასთუმანი“: მიწა ეკუთვნის შპს „ცისარტყელას“, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდის მფლობელობაშია; ფონდი „ქართუს“ საკუთრება.

„ემერალდი“: კომპანიის მფლობელად დასახელებულია „ქართუ ჯგუფი“.

ქონების ნაწილის გადაფორმება ოფშორებიდან „ტერაზე“ 2019 წელს განხორციელდა.

ივანიშვილმა აბასთუმნის ნახევარი ისე იყიდა, რომ სახელმწიფო ქონებაში ზედმეტად იაფი გადაიხადა. თუ კერძო პირისგან ივანიშვილი 1 კვადრატულს მინიმუმ 400 ლარად ყიდულობდა, სახელმწიფოს ქონებაში ყველა ჯერზე სამჯერ ნაკლებს იხდიდა. ასე იყიდა ძველი სანატორიუმის ტერიტორიაც.

ფაქტია, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა აბასთუმნის საშნებელად მას შემდეგ ამუშავდა, რაც ამ კურორტით 2018 წლის "ოცნების" დამფუძნებელი დაინტერესდა.

პროექტების აქტივობა 2018 წლიდან გაძლიერდა, როცა მმართველი პარტიის დამფუძნებელი აბასთუმნით დაინტერესდა. ოფიციალური უწყებებისა და ჩართული კომპანიების სრულყოფილი პოზიციები აღნიშნულ საკითხებზე ამ დროისთვის არ გამოქვეყნებულა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები