იყო თუ არა ათონელის სასახლის ღობე წინასწარ გადაჭრილი და ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის პროვოცირებას?
იყო თუ არა ათონელის სასახლის ღობე წინასწარ გადაჭრილი? - შაბათის ეთერის გასაჯაროვებული კადრებიდან ერთი დღე გავიდა, თუმცა პროკურატურა არ ამბობს, ჩაატარებს თუ არა, მინიმუმ, საგამოძიებო ექსპერიმენტს იმის გასარკვევად, შეეძლო თუ არა ოთხ ადამიანს 4 წამში სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობის წაქცევა. ღობე, რომელიც თავად დაემხო, ახლა სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა. რკინის კონსტრუქციის გამო 40-ზე მეტი ადამიანი ციხეშია.
იურისტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მომიტინგეებს მახე დაუგო. მათი თქმით, მოიფიქრეს გეგმა, რომლითაც ფორმალური საბაბი მოძებნეს დემონტრანტების დასაჭერად.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.