"ვერ დააპატიმრებ საქართველოს!" - აქცია-პერფორმანსი თბილისში
"ვერ დააპატიმრებ საქართველოს!" - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილები თავდაპირველად ვერის ბაღთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკე გაემართნენ.
მარში თეატრალიზებულია. აქციაზე იმყოფებიან „სინდისის პატიმრების“ ოჯახის წევრები. მარშის მონაწილეებს სიმბოლურად ზოლიანი ტანსაცმელი აცვიათ და ხელში აქვთ მავთულხლართები, რითაც საპროტესტო გზავნილს გამოხატავენ.
ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფინია, რომელიც ასევე მსვლელობის მონაწილეა, ამბობს "ოცნების" ხელისუფლება ახლა ხალხში უიმედობის და უპერსპექტივობის დათესვას ზეწოლით ცდილობს.
ჩვენ რისი მოქმენიც ვართ, შეგვიძლია, ცალსახად დავასკვნათ, რომ სხვა საოპერაციო ინსტრუმენტები შემოვიდა: მოახდინონ ზეწოლა უიმედობის, უპერსპექტივობის დათესვითა და დანერგვით. ალბათ ეს არის, რაც გამოარჩევს ამ ეტაპს. ახლა არის, უდავოდ, თუ რეალისტურად შევაფასებთ ვითარებას, კრიტიკული პერიოდი, ვინაიდან თუ ახლა ჩვენ ვივარგეთ და დავადექით სწორ გზას, არა მიმართულებით საბჭოური ხალხისკენ, არამედ ვიქცეთ თავმოყვარე, განვიათარებაზე ორიენტირებულ ერად, ალბათ ახლა წყდება ამ ძალიან ახლო მონაკვეთში, საიდან განვითარდა ქართული ისტორიის ბორბალი, - ამბობს ყიფიანი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.