კახელი მევენახეები მძიმე რეალობის პირისპირ - გლეხები ყურძენს ვერ აბარებენ და მოსავალი ულპებათ
კახელი მევენახეები მძიმე რეალობის პირისპირ აღმოჩდნენ. გლეხებს დაკრეფილი ყურძენი მანქანებში ულპებათ. რამდენიმე დღეა სატვირთო ავტომონილებში ათენებენ, რომ როგორმე მოსავალი ჩააბარონ, თუმცა ყურძენს ვერ აბარებენ, რადგან ქარხნებთან უწყვეტი რიგებია. რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ კი 1 კგ-ს ყურძნის ღირებულება 1 ლარია. ეს ფასი ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ერთადერთი შემოსავლის იმედზე მყოფ ხალხს "ქართული ოცნება" წლებია პრობლემის მოგვარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
კახეთში 300-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტია, აქედან 30-მდე პუნქტზე ყურძენს სახელმწიფო იბარებს. სოფლები, სადაც მოქალაქეებს ტონობით ყურძენი აქვთ, დახმარებას ითხოვენ და ფიქრობენ, რომ მათ უმძიმეს მდგომარეობაშ ყოფნაზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.