მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას პრაღაში "ფორუმ 2000"-ის ჯილდო გადაეცათ

13.10.25 10:02
მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას პრაღაში "ფორუმ 2000"-ის ჯილდო გადაეცათ

მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას პრაღაში "ფორუმ 2000"-ის ჯილდო გადაეცათ. დაპატიმრებულ ჟურნალიტს პრიზი როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცა .

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია - დაჯილდოების ცერემონიალი პრაღაში 12 ოქტომბერს გაიმართა.

დაჭერილი ჟურნალისტის პრიზი "გამოცემა" ბათუმელების წარმომადგენელმა თამარ რუხაძემ აიღო, წინაააღმდეგობის მოძრაობისთვის განკუთვნილი ჯილდო კი  საბა ბრაჭველმა.

პრაღაში იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

"ვულოცავთ მზია ამაღლობელს, Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს. ის საქართველოს წინააღმდეგობის სახეა, რომელიც დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა!”- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საერთაშორისო ჯილდო, რომელიც ფორუმ 2000-ის ფონდმა 2021 წელს დაარსა, არის განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობის ჯილდო, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს სამეტაპიანი შერჩევითი პროცესის შემდეგ. ეს არის ჯილდო მათვის, ვინც დემოკრატიის დაცვას, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობას პირად ინტერესზე მაღლა აყენებს.

მსგავსი სიახლეები