ევროსასამართლოსთვის ეს იქნება პრეცედენტული, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი საქმეები არ განხილულა - მუხაშავრია სასახლის ღობის საქმეზე
იურისტები, რომლებსაც ევროსასამართლოში მუშაობის დიდი გამცოდილება აქვთ, ამბობენ, რომ სასახლის ღობის საქმე, მას შემდეგ რაც საქართველოს ყველა სასამართლო ინსტანციას ამოწურავს და ევროსასამართლოში გასაჩივრდება, იქნება პრეცედენტული.
იურისტების თქმით, მტკიცებულებები, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა და გაშიფრა, ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ დანაშაული იყო პროვოცირებული.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი კატეგორიის საქმეები ჯერჯერობით განხილული არ არის, ევროსასამართლოში ეს შექმნის პრეცედენტს - ამბობს ლია მუხაშავრია.
საკმაოდ უნიჭოდ არის ეს სცენა გათამაშებული. ელემენტი იყო ამ სპექტაკლისა, როდის უნდა გამოჩენილიყო სპეცრაზმი. როდის გამოჩდნენ ისინი და რატომ არ გამოჩდნენ მაშინ როდესაც, დაიწყო ჭიშკრის ჯებირების ჯაჯგური, ეს ძალიან კრიტიკულად შესაფასებელია.
საქმე გასაჩივრდება ევროსასამართლოში და შექმნის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პრეცედენტს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი კატეგორიის საქმეები ჯერჯერობით განხილული არ არის. ანუ, პრაქტიკა ამ მიმართულებით არ არის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროსასამართლო დაინტერესდება ამ შემხთვევით და ამ საქმით, იმიტომ, რომ მსგავსი მასშტაბის და მსგავი ე.წ. სახელწმფიო გადატრიალებსი საქმეები იქ განხილული არ არის"- ამბობს ლია მუხაშავრია