2015 წლის შემდეგ ამდენი პატიმარი ერთად ციხეში არ ყოფილა - გიორგი ბურჯანაძე
პატიმართა რაოდენობამ საქართველოში მკვეთრად გაზრდილია - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, 2015 წლის შემდეგ ამდენი პატიმარი ერთად ციხეში არ ყოფილა.
მისი თქმით, ბოლო 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა.
2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!
🔴 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში.
🔴 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში", - წერს სოცილაურ ქსელში ბურჯანაძე.
მისივე თქმით, აგვისტოს მონაცემებით სამი ციხეა გადავსებული:
გლდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია
ქსნის ე.წ. ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია
ქუთაისის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია", - წერს გიორგი ბურჯანაძე.