ჩემი ყურით მოვისმინე ციხის თანამშრომლისგან, ფლიგელზე 110-115 კაცი მყავდა და ახლა უკვე 140-იაო - გიორგი ახობაძე

13.10.25 15:58
ჩემი ყურით მოვისმინე ციხის თანამშრომლისგან, ფლიგელზე 110-115  კაცი მყავდა და ახლა უკვე 140-იაო - გიორგი ახობაძე

პატიმრებით გადავსებული ციხეები იმდენად თვალშისაცემია, რომ ამას ციხის თანამშრომლებიც ხვდებოდნენ და ამაზე საჯაროდ საუბარსაც არ ერიდებოდნენ, - ამის შესახებ “პირველებს“ სინდისის ყოფილი პატიმარი, გიორგი ახობაძე უყვება და იხსენებს, როგორ შეესწრო საუბარს, სადაც ციხის თანაშრომლები ადასტურებდნენ, რომ იმაზე მეტი პატიმარი იყო მათ ფლიგელში, ვიდრე შინაგან წესით იყო განსაზღვრული.

მისი თქმით, “ეს საუბარი ჯერ კიდევ 2 თვის წინ მოისმინა და მას შემდეგ, ბევრად მასშტაბური დაჭერებიც განხორციელდა.“

ციხეში, როგორც ჩანს, პატიმრების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, ერთი მე რაც შემიძლია ვთქვა, რასაც ჩემი ყურით მოვისმინე ციხის თანამშრომლისგან, ფლიგელზე 110-115  კაცი მყავდა და ახლა უკვე 140 კაციაო. ამას გეუბნებით 2 თვის წინ, როცა ჩემი საბოლოო პროცესი იყო და გამათავისუფლეს. იმის შემდეგ რეები მოხდა  და რა მასშატბის რა დაჭერები აქვთ, ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ და რასაც ვერ, მაგ კომპონენტშიც ბევრი იქნება. წინასაარჩევნოდ, ასეთი პატერნია, რომელიც სულ ხდება, წინა საარჩევნოდ პატიმრების რაოდენობა იმატებს, არჩევნების შემდეგ იკლებს, ყველამ ვიცით ლოგიკურად, ეს რისთვისაც არის ხოლმე, მერე ხმების მოგროვებას სთხოვენ მათი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მაგაზე ისიც მიუთითებს, რომ როდესაც პატიმრობის დასაწყისში, მაგალითად მე და კაცია ერთხელ დერეფანში შევხვდით და ხელი ავუწიეთ ერთმანეთს, მაგაზე ისეთი ამბავი ატყდა, დაიქცა ციხე, შემდეგ კი აღმოვჩნდით ერთ საკანში, ანუ მაშინ სახიფათო ვიყავით და 4 თვის შემდეგ აღარ? ეგ მაგაზეც გამოჩნდა, რომ აქციაზე დაჭერილი ადამიანები ერთად შეაგროვეს, რომ მეტ-ნაკლებად უსაფრთხოება დაეცვათ, უკვე აღარ ჰქონდათ ის რესურსი, რომ სხვადასხვა კამერებში ვყოფილიყავით, - ამბობს ახობაძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  2015 წლის შემდეგ ამდენი პატიმარი ერთად ციხეში არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა.

  • 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!
  • 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 
  • 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში"
  • გლდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია
  • ქსნის ე.წ. ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია
  • ქუთაისის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია - წერს სოციალურ ქსელში ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები