ხანძარი ოცნების ქალაქში - დაზარალებულები მუნიციპალურ თავშესაფარში არიან გადაყვანილნი

13.10.25 16:10
ხანძარი ოცნების ქალაქში - დაზარალებულები მუნიციპალურ თავშესაფარში არიან გადაყვანილნი

ხანძარი ოცნების ქალაქში -  დაზარალებული  ოჯახები  ექსპერტიზის დასკვნის და ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინში არიან.

ისინი ახლა მუნიციპალურ თავშესაფარში არიან გადაყვანილნი. დამწვარი ბარაკების მფლობელები “პირველებთან“ ამბობენ, რომ არ იციან რა მოხდა და საიდან გაჩნდა ხანძარი.

რაც გვაცვია იმით დავრჩით, სამუშაოზე ვიყავი წასული, გზად დამირეკეს და დავბრუნდი, დამხვდა ასეთი მდგომარეობა. 2 მცირეწლოვანი ცოლმა წაიყვანა ბაღში, კიდევ კარგი. არ ვიცი რა იქნება, ხვალისთვის ვარ დაბარებული, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

არ ვიცი რა მოხდა, საიდან გაჩნდა ხანძარი, ექსპერტიზას ველოდებით, მოვლენ, ნახავენ და გავიგებთ რა მოხდა და როგორ. დროებით თავშესაფარში ვართ ახლა, - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული.

ცნობისთვის, ოცნების ქალაქში დილით სამი ბარაკი დაიწვა. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ  დაშავებულა, თუმცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი,  2 მცირეწლოვანთან ერთად, ტანსაცმლის და საკვების გარეშე არიან დარჩენილები.

მსგავსი სიახლეები