პენიტენციურმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში კიდევ გაზრდილა პატიმრების საერთო რაოდენობა - გიორგი ბურჯანაძე
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, პენიტენციურმა, საკუთარი განცხადებით, დაადასტურა, რომ ოქტომბერში კიდევ გაზრდილა პატიმრების საერთო რაოდენობა.
ბურჯანაძე იმ ლინკებსაც აქვეყნებს, სადაც 2015 და 2025 წლის პატიმრების რაოდენობაზეა საუბარი.
“დღეს ჯამურად 10 528 პატიმარი გვყოლია“, - წერს ბურჯანაძე
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არასწორ ინფორმაციას ამბობო, განცხადება გაავრცელეს
აგერ ამ ლინკზე წერია პატიმართა რაოდენობა წლების მიხედვით და 2015 წელს ფიქსირდება ყველაზე მეტი პატიმარი 10372 პატიმარი:
https://www.geostat.ge/.../132/siskhlis-samartlis-statistika
საქსტატის 2025 წლის აგვისტოს ანგარიშში წერია რომ სამ ციხეში აქვთ გადამეტებული პატიმართა რაოდენობა და არც თუ ისე უმნიშვნელო რაოდენობით:
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/888/agvisto
ამ განცხადებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში (აგვისტოს შემდეგ) კიდევ გაზრდილა პატიმრების საერთო რაოდენობა 404 პატიმრით და დღეს ჯამურად 10 528 პატიმარი გვყოლია, - დაწერა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურიმა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა და მას სიცრუე უწოდა.