26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

13.10.25 17:45
26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

მზადება 26 ოქტომბრისთვის- საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი  წლის შემდეგ, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები და სინდსის პატიმრების ოჯახები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

მათ 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა დააანონსეს.

როგორც თავისუფლების მოედნის“ თავმდჯომარე, ლევან ცუცქირიძე მოუწოდებს ყველას, შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზედა ყველას აჩვენონ, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე.

1 წელი გახდება, რაც ივანიშვილის პარტიამ პირდაპირ გვითხრა, რომ ის არათუ ღირსებით აპირებს ევროპისკენ სვლას, არამედ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლების სამუდამოდ მიტაცება, რათა ჩვენი ქვეყანა კორუმპირებული შემოსავლის და უსაზღვრო ძალაუფლების რესურსად გააქციოს, ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება. მან მოატყუა საკუთარი ამომრჩეველიც და უარი თქვა, დამორჩილებოდა ხალხის ნებას, დაეთმო ძალაუფლება დემოკრატიული, მრავალპარტიული კოალიციისთვის. ჩვენი გაუტეხელებისთვის, სოლიდარობისთვის და სიმამაცის დასტურად, ყველას, ვისაც გაბრაზებთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ყველანი, ვინც იაზრებთ, რომ მხოლოდ ნებისყოფით, სიმტკიცით და თანმიმდევრულობით შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას, მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს, მიტაცებული არჩევნების 1 წლის თავზე, 19:00 საათზე და რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, ჩვენი მსვლელობით, ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

26 ოქტომბერს, 1 წელი სრუდლება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ აიმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა, ღირსებით წაყვანას დაჰპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა. რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი, საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად, ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ, საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი, - განაცხადა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთი ქერაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები