ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა თქვა გელა უძილაურმა 7-თვიანი დუმილის შემდეგ

13.10.25 20:15
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა თქვა გელა უძილაურმა 7-თვიანი დუმილის შემდეგ

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა კაცმა 7-თვიანი დუმილი დღეს დაარღვია. გელა უძილაურმა კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა აღიარა, თუმცა მიზეზად პირადი შურისძიება დაასახელა. ყოფილი სპეცრაზმელი ირწმუნება, რომ სოხუმელი ქურდის ძმასთან 2022 წელს კრიპტობიზნესის გამო მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც 3 წლის შემდეგ თბილისში მოკლა.

ვინ არის უკრაინელი ბიზნესმენი, კრიპტობიზნესიდან - გელა უძილაურს არ დაუკონკრეტებია. მისი დასახლებული გვარით და სახელით სერგეი ბონდარენკო ლიგაბიზნესის დამფუძნებელი, დონეცკელი ბიზნესმენი იძებნება, თუმცა არ ვიცით მას გულისხმობდა თუ არა ქილერი. დღეს, საქმეში გაჩნდა ახალი ფიგურანტი - უკრაინელი სვეტა, უძილაური ამტკიცებდა, რომ 14 მარტს სვეტასთან შეხვედრაზე მიდიოდა. საბოლოოდ კი ჩაშლილი პაემანიდან, მკვლელობის ადგილას აღმოჩნდა. 

სწორედ სვეტასთან, რომელის გვარიც არ ახსოვს, შეხვედრის მოტივით ხსნის გელა უძილაური მის კადრებს ვერეს ხეობაში. ამბობს, რომ სვეტამ ჯერ უნივერსიტეტის ქუჩაზე დაბარა და შემდეგ ბაგებში, თუმცა საბურთალოდან ვაკეში გადასვლა ვერეს ხევით გადაწყვიტა. 

უძილაურს არ ახსოვს სვეტას გვარი, რომელსაც წლებია იცნობს და არც მისი ტელეფონის ნომერი, რომელიც ჩაწერილი ჰქონდა და ძველ ტელეფონს გააყოლა. დღეს, ქილერი, რომელმაც მკვლელობა აღიარა ამტკიცებდა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც ჯანგველაძეს ჩასაფრებას უწყობდა, მაშინ ტელეფონში არა მკვლელობის დამკვეთთან არამედ სვეტასთან მესიჯობდა, რომელმაც შეხვედრაზე დაიბარა და შემდეგ არ მივიდა. 

გელა უძილაურის თითქმის ერთსაათიანი ჩვენების შემდეგ სიტუაცია დარბაზში, ჯვარედინი დაკითხვის დროს დაიძაბა, რომელის აუდიოჩანაწერის ნაწილი დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები