გიორგი კლდიაშვილის თქმით, ივნისში გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო, აეროპორტში პრობლემები შეექმნა
idfi-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი წერს, რომ საქართველოდან გასვლის დროს, აეროპორტში პასპორტის კონტროლის დროს პრობლემა შეექმნა, რა დროსაც გაიგო, რომ მასზე ივნისის თვეში გამოწეილი იყო ჯარიმა, რომლის გადაუხდელობის გამოც, მოუწიათ მისი შეყოვნება.
კლდიაშვილის თქმით, მას მოსთოხვეს ჯარიმის ფურცელზე ხელის მოწერა, თუმცა, მესაზღვრეს უარი უთხრა და აუხსნა, რომ ჯარიმა შსს-ს მისთვის საცხოვრებელ მისამართზე უნდა გაეგზავნა და არა ამ ფორმით გადაეცათ.
მისივე თქმით, ამაზე მესაზღვრე დაეთანხმა და მისცა უფლება, ქვეყნიდან გასულიყო.
რამდენიმე დღის წინ, პრაღაში მივფრინავდი და როდესაც საქართველოდან გასვლისას აეროპორტში პასპორტის კონტროლს გავდიოდი, მესაზღვრე ოფიცერი, რომელსაც ჩემი პასპორტი გადავეცი, საკმაოდ დიდ ხანს ამოწმებდა რაღაცას. ვკითხე რა იყო, არ მიშვებთ თქო? ამ დროს მოვიდა სხვა პოლიციელი და საკმაოდ მშვიდად და ზრდილობიანად მთხოვა, რომ იქვე დავლოდებოდი, რაღაცას აზუსტებდნენ. პასპორტი მესაზღვრე ოფიცერმა დაიტოვა. მეც დავჯექი და დაველოდე, სხვა რა გამოსავალი იყო.
სხვა ადამიანებიც ჩემსავით ელოდნენ, ზოგი ქართველი და ზოგიც უცხოელი.
ლოდინი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგს ახარეს, რომ ჯარიმა ჰქონდათ გამოწერილი (5000 ლარი), ზოგიც ამის გარეშე გაუშვეს.
ამ ლოდინის შემდგომ, მოვიდა სხვა ოფიცერი, რომელმაც მამცნო, რომ ჩემზე გამოწერილი იყო ჯარიმა ივნისის თვეში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რომელიც ჯერ ჩემთვის არ იყო ჩაბარებული. ჯარიმა სექტემბერში გამოუწერიათ. მე გამიკვირდა, რადგან ივნისში რუსთაველი არ გადამიკეტავს და ამის შესახებ ვუთხარი პოლიციელს, რაზეც მიპასუხა, რომ დეტალები მან არ იცოდა და მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას მაწვდიდა, რაც მას ჰქონდა. ასევე, მომთხოვა რომ ხელი მომეწერა საბუთის ჩაბარებისთვის და რომ გასაჩივრებისთვის მქონდა 10 დღე.
მე ვიუარე ამ ფურცელზე ხელის მოწერა და ავუხსენი, რომ თუ ეს იყო ჯარიმა, მაშინ შსს-ს დაეცვა ფორმალური წესი და გამოეგზავნა ჯარიმის ქვითარი ფოსტით, მასალებითურთ, ჩემს საცხოვრებელ მისამართზე. ამაზე დამეთანხმა პოლიციელი. ვკითხე, ამით ამოწურული იყო თუ არა ჩემი გაჩერების მიზეზი და მაძლევდნენ თუ არა საზღვრის დატოვების უფლებას. პოლიციელი დამეთანხმა, რომ შემეძლო საზღვრის გადაკვეთა და მიმაცილა მესაზღვრესთან, - წერს კლდიაშვილი.