სასახლის ღობის სკანდალი: საქმე შესაძლოა ევროსაბჭოში წავიდეს

13.10.25 20:29
სასახლის ღობის სკანდალი: საქმე შესაძლოა ევროსაბჭოში წავიდეს

პროვოცირებული დანაშაულის საქმე შესაძლოა ევროსასამართლოში პრეცედენტული გახდეს. მას შემდეგ, რაც გაჩნდა მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტის სასახლის ჭიშკრის საყრდენი კონსტრუქცია წინასწარ იყო დაზიანებული, ეჭვი იურისტებმა პროვოცირებულ დანაშაულზე მიიტანეს. ფაქტებით დასტურდება, რომ 4 ოქტომბერს საღამოს სპეცრაზმი უკვე სასახლეში იყო თუმცა, იქამდე არ გამოიყვანეს ორბელიანების რეზიდენციის ეზოში, ვიდრე ღობე არ გადავარდა და ხალხის ნაწილი შიდა ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა. 

რა განზრახვა ჰქონდა "ქართულ ოცნებას" მოქალაქეებისთვის მახის დაგებით - 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის შემდეგ, დასავლურმა სამყარომ მასთან კავშირი გაწყვიტა "ოცნების" არაერთი ლიდერი კი ძალადობის და ხალხის წამების გამო დაასანქცირა, ამ დღეს ხალხისთვის დაგებული მახით კი "ოცნებამ" სცადა მოძალადედ წარმოეჩინა პროევროპული აქციების მონაწილეები. 

კადრებში ცხადად ჩანს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე საყრდენ კონსტრუქციაზე მავთულით არის მიმაგრებული რომელსაც, 4 მომიტინგე 4 შეჯაჯგურებით, 4 წამში აზიანებს. ამ ვიდეომასალაში ვერც მავთულს და ვერც გადაჭრილ ღობეს "ქართული ოცნება" ვერ ხედავს. 

კახა წიქარიშვილი ფიქრობს რომ საჭიროა საგამოძიებო ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ ასე შეიძლება დადგინდეს, სტრატეგიული ობიექტი, დაუცველი იყო თუ დაცვის ზღუდე წინასწარ მოშალეს.  

სად იყო სპეცრაზმი იმ დროს, როცა მომიტინგეები სასახლის ეზოს ღობის მოშლას ცდილობდნენ და რატომ არ მოხდა რეაგირება მყისიერად?

თუ "ოცნებამ" სავარაუდო დანაშაულის შესახებ წინასწარ იცოდა, რატომ არ მოხდა სათანადო რეაგირებაა? - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები