უპრეცედენტო სოლიდარობის მორიგი მაგალითი - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კაცის პენსიონერ მშობლებს ფული შეუგროვეს

13.10.25 21:09
უპრეცედენტო სოლიდარობის მორიგი მაგალითი - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კაცის პენსიონერ მშობლებს ფული შეუგროვეს

ხალხის უპრეცენდენტო ერთობით, მოქალაქეებმა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილის დედას საპენსიო სესხის დასაფარად 20 ათასი ლარი შეუგროვეს. სესხს კუპრეიშვილი ტაქსის მძღოლად მუშოაბით ფარვდა, შვილის დაკავების შემდეგ კი პენსინერი ქალი საფრთხის წინაშე დადგა, რომ ბანკი თანხას მას პენსიიდან მოაჭრიდა და თავად მშიერი დარჩებოდა. 

სასახლის ღობის საქემზე ციხეში გაშვებული ონკოპაციენტბი ამ დროდმე ელოდებიან პროკურატურის მიერ პირობის შესრულებას. მათ სამედიცინო დოკუმენტები ხელთ აქვთ. ახლა ჯერი პროკურორ გვარაკიძის უწყებაზეა, რომელმაც როგორც საჯარო განცხადებაში თქვა, სასამართლოში პატიმრობის სხვა აღკვეთის ღონისძიებით ჩანაცვლებაზე უნდა იშუამდგომლოს.

იურისტების სპეციალურ დოკუმენტებს ამზადებენ, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადსტურდება, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ნაწილს სპეციალური მკურნალობა სჭირდებათ. მათი თქმით, ეს დოკუმენტები აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს მოსამართლეებს უკვე წარუდგინეს, თუმცა ისინი მაინც ციხეში გაუშვეს, ამიტომ ახლა ერთდერთი გზა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენაა.

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები