კობახიძე უნიკალურ ტერიტორიას ყიდის - ვისთვის ამზადებენ ბორჯომის ტყეს?

13.10.25 21:16
კობახიძე უნიკალურ ტერიტორიას ყიდის - ვისთვის ამზადებენ ბორჯომის ტყეს?

ბორჯომის ტყის შუაგულში ტერიტორია მალე სამშენებლო მოედნად გადაიქცევა. 5 ჰექტარი სახელმწიფო მიწა კობახიძეს გასაყიდად უკვე გამზადებული აქვს. განკარგულება 1606 -ზე ერთი ხელმოწერით ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყეს - ტყის სტატუსი მოუხსნა. ამით შესაძლებელი გახდა ტყის გაყიდვაც და იქ მშენებლობის დაწყებაც. ახლა საკითხავია, ვისთვის ამზადებენ ბორჯომის ტყეს?

გამოცდილება ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ ბორჯომის ტყის ნაწილის გაყიდვა შემთხვევითი არ არის, უკვე გადაწყვეტილია, ვინ უნდა დაეპატრონოს ამ ტერიტორიას და სავარაუდოდ, ის "ოცნების" ელიტას ან ბიზნესწრეს წარმოადგენს. კობახიძის განკარგულებით ირკვევა, რომ 49 246 კვადრატულ მეტრ ტყეს 3 მილიონ 940 ათას ლარად გაყიდიან, ანუ კვადრატულ მეტრს დაახლოებით 80 ლარად. ვინც ამ ტყეს იყიდის, ადგილზე დასასვენებელ კომპლექსი უნდა ააშენოს.

აუქციონის შემდეგ გაირკვევა, ვინ დაადგა თვალი ბორჯომის ტყეს და ვის ინტერესებშია ამ ტერიტორიის პრივატიზება. მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ აუქციონი მხოლოდ ფორმალურად ჩატარდება, გარიგება შემდგარია და ივანიშვილის გუნდში უკვე ისიც კარგად იციან, ვინ არის ტყის მყიდველი. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები