გამოძიება ჯაშუშობის ბრალდებით - დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მასწავლებლების ტერორი დაიწყო
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის განათლების მინისტრმა დაადასტურა, რომ გალის რაიონის ქართველი პედაგოგების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საუბარია სკოლებში დასაქმებულებზე, რომელსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ისინი პარალელურად ხელფასს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტიდან იღებენ.
აფხაზთა კრებაში ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ რეჟიმი ასე ცდილობს გალის სოფლებში დასაქმებულს პედაგოგებზე ზეწოლა მოახდინოს და მარწუხებში მოაქციოს. რადგან ტერორის მიუხედავად ქართული ენის სწავლება ოკუპირებულ გალში ვერ აღკვეთეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი მასწავლებლების წინააღდეგ დაწყებულ გამოძიებას დევნად აფასებენ ის ადამიანები, ვინც კარგად იცის რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. მათი აზრით მიზანი გალში მცხოვრები ქართველების გარუსებაა.
ქართველი პედაგოგებს წინააღმდეგ, დაწყებულ კამპანიას და ციხის მუქარებს ოფიციალური თბილისი დუმილით ხვდება. პარლამენტის ყოფილი წევრი თეონა აქუბარდია ფიქრობს რომ ამ შედეგამდე ივანიშვილის პრორუსულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა.