ყველა ავცერით C ვიტამინითო - დაზარალებული კლინიკაში მომხდარ თაღლითობაზე

20.10.21 15:35
ყველა ავცერით C ვიტამინითო - დაზარალებული კლინიკაში მომხდარ თაღლითობაზე

გოგელიას კლინიკასთან ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.  კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  უწყებამ უნდა დაადგინოს თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, კლინიკამ მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, სავარაუდოდ,  სხვა პრეპარატით აცრა.

რომ მივიყვანე ბავშვი, მოვითხოვე ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ყუთი, ან შესყიდვის ორდერი, რომ ბავშვს გაუკეთეს ფრანგული ვაქცინა. რა თქმა უნდა, დაიბნა ვინმე გიორგი ჩანდლერი, მეუბნება, რომ არ აქვს, სხვა პარტია ჩამოვიდა, რომელიც არ არის დაბრენდილი. ეჭვი ავიღე, რომ საქმე მქონდა თაღლითურ დაჯგუფებასთან. შევედით მე და ჩემი მეუღლე და ვკითხეთ, რითი ამიცერით ბავშვი, არაფერი შემომიტანია კომერციულად, ყველა ავცერი C ვიტამინითო", - ამბობს "მედ სითის" დამფუძნებელი თათა დვალიშვილი. 

 

 

 

აცრაზე მისულმა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ  ექიმებმა პაციენტებს ვაცქინის ნაცვლად სავარაუდოდ, ცე ვიტამინი გაუკეთეს.  კლინიკა Facebook გვერდზე წერდა, რომ ფრანგული წარმოების "ვაქსიგრიპის" (4 კომპონენტიანი) გრიპის ვაქცინა 20 ოქტომბრიდან იქნებოდა ხელმისაწვდომი. ამ დროისათვის კლინიკის  Facebook გვერდი აღარ იძებნება. 

მსგავსი სიახლეები