"რაც უფრო სწრაფად დავამთავრებთ ამ ყველაფერს მით უკეთესი" - ალბი კორძაია "ოცნების" ახალ კანონზე

13.10.25 23:23
"რაც უფრო სწრაფად დავამთავრებთ ამ ყველაფერს მით უკეთესი" - ალბი კორძაია "ოცნების" ახალ კანონზე

 

 

აქტივისტი ალბი კორძაია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას ეხმიანება და ამბობს, რომ "რაც უფრო სწრაფად დავამთავრებთ ამ ყველაფერს მით უკეთესი იქნება". 

მისი თქმით, გრძელვადიანი პროტესტის დრო აღარ არის, რადგან "ოცნება" ყოველდღიურად ახალი და ახალი კანონებით "ახრჩობს" მოქალაქეებს. 

როდესაც მე ვამბობდი, ვინც არ მიკითხავდა, სადაც არ მკითხავდა, ეთერში იქნებოდა თუ რომელიმე გადაცემაში, თუ ზოგადად აქციაზე, ან სამეგობროში, ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო სწრაფად დავამთავრებთ ამ ყველაფერს მით უკეთესი. რაც სინამდვილეში ასეა და არანაირი გრძელვადიანი პროტესტი და კიდევ 100, 200, 300, 400 და 500 დღე, ეს არის აბსოლუტურად მარაზმი იმიტომ, რომ მაგის დრო არ გვაქვს. 

დრო გვაქვს რეალურად ძალიან ცოტა, რატომ? იმიტომ, რომ ყოველდღიურად გვახრჩობენ ახალი და ახალი კანონებით. ასე იყო, ასე გრძელდება და დღეს უკვე გავიგეთ ახალი კანონები, რომელიც ძალიან მალე შევა ძალაში.

ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ ძალიან მალე უკვე გზის გადაკეტვის დროს, ან როდესაც ნიღაბი გეკეთებათ პირდაპირ წახვალთ 15 დღიანი ადმინისტრაციულით იზოლატორში და მეორე ძალიან საოცარი კანონი, რომელსაც გვიმზადებენ ცხელ-ცხელს და მალე შევა ძალაში, არის ის, რომ პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე, რასაც ისინი ეძახიან დაუმორჩილებლობას და რეალურად ვისაც მოუნდება უცბად სტაცებენ ხელს და გააქანებენ, ესეთ მესამე შემთხვევაზე პატიმრობა იქნება 1 წელი. 

რომელ გრძელვადიან პროტესტზე მელაპარაკებით ადამიანებო, რომლებიც ამას აჟღერებთ საჯაროდ, ბოდიში მარა ხომ კარგად ხართ?" - ამბობს აქტივისტი. 

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შეაქვს.  

[ფოტო: არქივიდან]

მსგავსი სიახლეები