სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორანში - დაკავებულია კაცი, რომელმაც 26 წლის პირი ბასრი საგნით დაჭრა და მიიმალა

14.10.25 10:16
სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორანში - დაკავებულია კაცი, რომელმაც 26 წლის პირი ბასრი საგნით დაჭრა და მიიმალა

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში - დაკავებულია 1996  წელს დაბადებული მ.შ. რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 26 წლის პირი ბასრი საგნით დაჭრა და მიიმალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

29 წლის კაცს ხელბორკილები მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაადეს. მას ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ მ.შ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები