რატომ დაიბარეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი? - მამა ანდრია ჯაღმაიძე კითხვებს არ პასუხობს

14.10.25 13:17
რატომ დაიბარეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი? - მამა ანდრია ჯაღმაიძე კითხვებს არ პასუხობს

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად რომელი გამონათქვამების გამო დაიბარეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზეა.

დეკანოზმა ჯაღმაიძემ არქიმანდრიტის კომისიაზე დაბარება 12 ოქტომბერს დააანონსა და თქვა, რომ სასულიერო პირი კომისიაზე ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც სასულიერი პირს, რომელიც ძადალობაზე საპატრიარქოს დუმილს აპროტესტებს ანდრია ჯაღმაიძე იბარებს. 

TV პირველი შეეცადა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელისგან მიეღო განმარტებები, თუმცა მამა ანდრიამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ჟურნალისტს აკრედიტაციის გაუქმებით დაემუქრა. 

ადგილი დაიკავეთ იქ სადაც მედიაა. მომავალ დღესასწაულზე ტვ პირველს არ ექნება აკრედიტაცია, ამას გპირდებით", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი სიახლეები