კორშა-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გარდა, ყველა ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

14.10.25 14:02
კორშა-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გარდა, ყველა ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კორშა-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ხოლო ჟინვალი-კორშას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები