სუს-ის მიერ მოწყობილი ფაბრიკაცია - ევროპარლამენტარი სასახლის ღობის საქმეზე
ევროპარლამენტარი, ნაჩო სანჩეს ამორი თვლის, რომ "ოცნებამ" 4 ოქტომბერს საკუთარ მოქალაქეებს მახე დაუგო - ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ის რაც ათონელის სასახლესთან განვითარდა, "სუს-ის მიერ მოწყობილი ფაბრიკაცია იყო".
ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
თუ პოლიციას სურდა ორასი აქტივისტის შეჩერება, პრეზიდენტის სასახლის გარეთ სკვერში, მათ ეს მარტივად შეეძლოთ. მაგრამ მათ სჭირდებოდათ ძალადობის იმიჯი და ძალადობის სურათი - ამბობს ევროპარლამენტარი.
რაც შეეხება პროტესტს, სასწაულია რომ ქვეყანაში ეს უკვე 313 დღეა გრძელდება, მიუხედავად ჯარიმებისა რომელსაც ძალიან ბევრ აქტივისტს უწესებენ. მაგრამ ყველა იქ არის. ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ იმას, რაც წინა უქმეებზე მოხდა, ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობა. მხოლოდ რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა გაითვალისწინა მოწოდება, მიახლოებოდნენ პრეზიდენტის სასახლეს. დანარჩენი ათასობით ადამიანი დარჩა რუსთაველზე, რათა გაეგრძელებინათ პროტესტი, რომელიც უკვე თითქმის 1 წელია მიდის. მცირე რაოდენობის აქტივისტებმა სცადეს სასახლის აღება, რომელსაც უძღოდა ძალიან უცნაური ნარატივი, რომ სასახლის გასაღები მათ ხელშია. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი პირადი აზრია.
ეს იყო უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოწყობილი ფაბრიკაცია. თუ პოლიციას სურდა, ორასი აქტივისტის შეჩერება, პრეზიდენტის სასახლის გარეთ სკვერში, მათ ეს მარტივად შეეძლოთ, მაგრამ მათ სჭირდებოდათ ძალადობის იმიჯი და ძალადობის სურათი იყო, რომ შეენგრიათ რკინის ჭიშკარი, რაც არის შეუძლებელი ანუ შეუძლებელია ჩამოეშალათ რკინის ღობე მხოლოდ დარტყმით. ეს არის შეუძლებელი. მაგრამ ახლა საკითხავია რატომ მისცეს მათ უფლება, მიახლოვებოდნენ ჭიშკარს. პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს სასოწარკვეთილად სურდათ შეექმნათ ძალადობია სურათი, რათა თავს დასხმიდნენ მშვიდობიან პროტესტს და მათ ეს მოახერხეს", - ამბობს ნაჩო სანჩეს ამორი.
იყო თუ არა ღობე, რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.