"გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით" - ისაკო დევიძე თავისუფალია
სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს - 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დევიძემ იზოლატორი დატოვა.
როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, კარგად დასვენებული და უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ბრძოლას.
სალამი, მეგობრებო!
გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
#ცეცხლიოლიგარქიას
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 20 დღით ციხეში გაუშვა.
დევიძე 23 სექტემბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს.