სააკაშვილის დახმარების ბრალდებით დაკავებულს ადვოკატთან წვდომის უფლებას არ აძლევენ

20.10.21 17:25
სააკაშვილის დახმარების ბრალდებით დაკავებულს ადვოკატთან წვდომის უფლებას არ აძლევენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ნარიმანიძეს ადვოკატის უფლება შეუზღუდეს - ამის შესახებ დღეს დაკავებული ტრაილერის მძღოლის უფლებადამცველი, აცხადებს. 

გოგა გოგინავას ინფორმაციით, მას არ ეძლევა შესაძლებლობა, დაიცვას ბრალდებული.

ბრალდების მხარე ამ ეტაპზე იღებს საოცარ გადაწყვეტილებას, მიიღეს დადგენილება, ნარიმანიძეს ადვოკატის უფლება შეუზღუდეს, რითაც არა მარტო არ მაძლევს საშუალებას, განვახორციელო მისი დაცვა, არამედ შემიზღუდეს მის მიმართ საადვოკატო საქმიანობა, რადგან მამა შვილ წოწორიების უფლებების დაცვასაც ვახორციელებ. 

არგუმენტაცია არის ის, რაც სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამომიცხადეს, რომ წოწორიები აძლევენ ჩვენებას სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ, ხოლო ნარიმანიძე ამ ფაქტს არ ადასტურებს- აცხადებს ადვოკატი.

გიორგი ნარიმანიძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს და მას ბრალი საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში სააკაშვილის დახმარებისთვის წაუყენეს. 

ნარიმანიძე ტრაილერის მძღოლია.