არ შეგეშალოთ, არ დავდუმდებით - არქიმანდრიტი ანდრია ჯაღმაიძეს

14.10.25 17:49
არ შეგეშალოთ, არ დავდუმდებით - არქიმანდრიტი ანდრია ჯაღმაიძეს

არ შეგეშალოთ, არ დავდუმდებით - ასე პასუხობს არქიმანდრიტი ილია თოლორაია  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ზნეობრივ კომისიაზე მამა დოროთე ყურაშვილის დაბარებას. 

როგორც სასულიერო პირი "პირველებთან" ამბობს, ვინც მამა დოროთეს მწვალებლობას აბრალებს, თავად ამბობს მწვალებლობას.

მისივე თქმით, მღვდლობის შეჩერებით დამუქრებით არც ის და არც მამა დოროთე ყურაშვილი არ გაჩუმდებიან, რადგან ხალხის მხარეს ყოფნა ყველაზე მართალი საქციელია. 

მამა ანრია ჯაღმაიძემ ცილი დასწამა მამა დოროთეს, ბრალი დასდო იმაში, თოთქოს მამა დოროთე ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს. მამა დოროთე თავის სწავლებაში არის მართალი. რაც შეეხება ზიარების თემას და რასაც მეუფე სტეფანე ამბობს, რომ თითქოსდა მამა დოროთე არის მწვალებელი, თუ კარგად შეხედავენ და განიხილავენ მეუფე სტეფანეს სწავლებას, თვითონ ამბობს მწვალებლობას. იმით გვაჩერებენ, რომ ჩვენ მღვდლობას შეგვიჩერებენ და ჩვენ ამის გამო დავდუმდებით, ეს არის დიდი შეცდომა მათგან, იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიაში მღვდლობის სტატუსისთვის არ მოვსულვართ, მოვედით იმისთვის, რომ დავიცვათ ეს ეკლესიის სწავლება, ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და სიმართლის გვერდით. ნუ შეეშლებათ ამ თემაში, რომ ჩვენ დავდუმდებით", - ამბობს არქიმანდრიტი ილია თოლორაია. 

მღვდელს, რომელმაც 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ხალხი არ მიატოვა, განმარტებებისთვის ეპარქიის სხდომაზე იბარებენ. განცხადება ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა და თქვა, რომ მამა დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც თამამი ქადაგების ავტორ სასულიერი პირს ანდრია ჯაღმაიძე იბარებს.  

მსგავსი სიახლეები