საზოგადოებაში უდიდესი მოთხოვნაა მესამე ძალის, ეს კი ის ძალაა, რომელიც პირველი გახდება - ბექა ხალიბეგაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, ბექა ხალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი რეალობა, რაც ახლა ქვეყანაში დადგა, არის გაერთიანების ალტერნატივა.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რეალურად ახალ სახეებსაც გაერთიანების პრობლემა აქვთ, არადა ხალიბეგაშვილი დარწმუნებულია, რომ “მესამე ძალა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს, აუცილებლად გახდება პირველი ძალა.“
1 წლის წინ, 28 ნოემბერს, საზოგადოების დიდი მასა გამოვიდა ქუჩაში იმის გამო, რომ ევროპულ კურსს ავცდით, ეს ყველაფერი ახლა აუცილებელია პოლიტიკურ პროცესში გადავიყვანოთ და მივაბათ ის სოციალური პრობლემები, რომელიც “ოცნების“ ამომრჩეველსაც კი სტკივა რეალურად. დღის წესრიგში სწორედ ეს უნდა დავაყენოთ. ამიტომ აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. საბოლოო ჯამში ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია, ამ რეალობამდე უნდა მივიდეთ. ერთადერთი რეალობა, რაც გვიდგას წინ არის ალტერნატივა, რომ გავერთიანდეთ, არა ვიღაცის სახეებს ამოფარებულები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ და 13 წელია ტელევიიზით ვხედავთ, არამედ ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, როდესაც საზოგადოებაში უდიდესი მოთხოვნაა მესამე ძალის, ეს მესამე ძალა რეალურად ის ძალაა, რომელიც პირველი გახდება, აუცილებლად. რეალურად კი ახალ სახეებსაც გაერთიანების პრობლემა გვაქვს - განაცხადა ბექა ხალიბეგაშვილი.