4 ოქტომბერი გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი მარცხი არ იყო - ლელა ჯეჯელავა

14.10.25 23:38
4 ოქტომბერი გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი მარცხი არ იყო - ლელა ჯეჯელავა

ანალიტოკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერი გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი მარცხი არ იყო, რადგან ამ შეკრების მთავარი აზრი იყო ეროვნული კრება, სადაც ხალხს უნდა დაეფიქსირებინა, რომ ისინი ლეგიტიმაციას არ აძლევდნენ ივანიშვილის გუნდს.

როგორც ჯეჯელავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ისე მიჰყავს ივანიშვილს საქმე, შესაძლოა ეს ერთადერთი დოკუმენტი აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში, რომელზედაც მერე დააფუძნებენ რამეს.“

4 ოქტომბერი გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი მარცხი არ იყო, ყველა ლაპარაკობს ათონელზე, ღობეზე, მაგრამ არავინ ვამბობთ რეალურად რა მოხდა მაგ დღეს. 4 ოქტომბერს მთავარი აზრი ამ შეკრების იყო ეროვნული კრება, სადაც ქართველ ხალხს უნდა დაეფიქსირებინა, რომ ჩვენ არ გაძლევთ ლეგიტიმაციას და 4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებთან ერთად, ძალიან ნათლად ვნახეთ პროცენტები, როგორ აისახა, იმ კრების გადაწყვეტილება, სადაც ერთი სიტყვა არაკონსტიტუციური არ არის, საუბარია ხელისუფლების მშვიდობიან ტრანზიციაზე და შემდგომ ნაბიჯებზე, ისე მიჰყავს ივანიშვილს საქმე, შესაძლოა ეს ერთადერთი დოკუმენტი აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში, რომელზედაც მერე დააფუძნებენ რამეს. ამიტომ  კარგად დაფიქრდით, სანიტარული კორიდორების კეთებას ერთმანეთთან თავი დაანებეთ. არის ძალიან მარტივი გამოსავალი, გაერთიანება ქვეყნის ინტერესების გარშემო ყოველთვის შესაძლებელია, - განაცხადა ჯეჯელავამ.