პური 5-10 თეთრით გაძვირდა

15.10.25 13:03
პური 5-10 თეთრით გაძვირდა

დღეიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა - მიზეზად ფქვილის გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება.

ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ფასის შესახებ ცვლილებებს, როგორც მაღაზიებში ისე მსხვილ წარმოებაშიც უდასტურებენ.

როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე BMG-თან ამბობს, რომ პურის 10 თეთრიანი გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატებაა.