პროკურორი ამბობს, ჯანგველაძის მკვლელობამდე 1 თვით ადრე უძილაურს, ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს შორის შეხვედრა შედგა

15.10.25 13:19
პროკურორი ამბობს, ჯანგველაძის მკვლელობამდე 1 თვით ადრე უძილაურს, ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს შორის შეხვედრა შედგა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 15 თებერვალს, ბრალდებულ გელა უძილაურს, ძმებ - გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს შორის შეხვედრა შედგა, ამის შემდეგ კი მომდევნო თვეში, ანუ მარტში, "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ანგარიშზე გიორგი მიქაძის ანგარიშიდან დიდძალი თანხა ჩაირიცხა.

  • არადა წინა პროცესზე, როდესაც უძილაურმა სასამართლოში დუმილი დაარღვია და ჩვენება მისცა, მან კატეგორიულად გამორიცხა ძმებ მიქაძეებთან რაიმე სახის კავშირი და ისიც თქვა, რომ მათთან კონტაქტი არ ჰქონია. 

ამასთან, ვეფხვაძის თქმით, გელა უძილაური ლევან ჯანგველაძეს 16,18,21 თებერვალს, სასტუმრო „ამბასადორთან" უთვალთვალებდა და მკვლელობისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა.

პროკურორის თქმითვე, გელა უძილაურის პირადი ჩხრეკისას 17 000 ლარი ამოუღეს, სახლის ჩხრეკისას კი 2000 დოლარი და 2000 ლარი.

  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთებში სასამრთლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობს სახელმწიფო ბრალდების მხარე. ამის შემდეგ სიტყვა უნდა თქვას დაცვის მხარემაც, რის შემდეგად მოსამართლე სათათბიროდ გავა. არ არის გამორიცხული საქმეზე განაჩენი დღესვე გამოცხადდეს. 

15 თებერვალს გელა უძილაური შეხვდა ძმებ მიქაძეებს გიორგი ჯოხაძეს, ამის შემდეგ აქტიურდება პოლონური ნომერი და იწყება თვალთვალი ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც ამბასადორშია.

16 თებერვალს გააქტიურდა პოლონური ნომერი, რომელიც რატომღაც მაინცდამაინც ამბასადორის ეპიზოდის შემდეგ გააქტიურდა. 

2024 წელს გიორგი მიქაძე უძილაურს შემდეგ მომდევნო თვეში ურიცხავს 1000 დოლარს კიდევ მომდევნო თვეში 2000 დოლარს 31 დეკემბრს 2800 ლარს. ამ თანხებს ურიცხვს გელა უძილაური შვილს. ჯოხაძის ცოლი უძილაურს ურიცხავს 1000 ლარს, რამდენჯერმე 1000 დოლარს და ასევე ფიქსირდება  300 ლარის გადარიცხვა. 17 ათას 100 ლარი და 2200 დოლარი და 2000 ლარია ამოღებული გელა უძილაურის პირადი და სახლის ჩხრეკისას", - განაცხადა პროკურორმა.

შეგახენებთ, რომ გელა უძილაურმა წინა სასამართლოზე მკვლელობა აღიარა. ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა, მკვლელობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა