ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს გამოცხადდება
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს გამოცხადდება - მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბოლოო სხდომა დილის 11:00 საათზე ჩანიშნა.
დღეს სახელმწიფო ბრალდებამ 300 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა თქვა.
„არც სვეტა და არც სხვა ვინმე არ არსებეობს - უძილაურმა ჯანგველაძე დაკვეთით და საკონტროლო გასროლით მოკლა" - ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
დადგინდა, რომ გელა უძილაურს არავითარი ნაცნობობა, პირადი კონტაქტი, არავითარი დაპირისპირება არ ჰქონდა ლევან ჯანგველაძესთან. მან შეკვეთით, ანგარებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. გელა უძილაურთან არაერთი ჩარიცხვა აქვს დავით მიქაძეს, ამიტომ ამ ფონზე, როდესაც გელა უძილაური გვეუბნება ჩვენ, რომ ის არ იცნობდა დავით და გიორგი მიქაძეებს, ესეც არის იმ მონოლოგიდან, რასაც ქვია სიცრუე. გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და სად მივიდოდა იმ ადგილის შესახებ.
გელა უძილაური იმ განზრახვით წამოვიდა, რომ აუცილებლად მოკლავდა და აღასრულებდა, რაც შეკვეთილი ჰქონდა- ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე. ვინმე სვეტასთან შეხვედრა იყო აბსოლუტური სიცრუე და ისიც კი, რომ თითქოს ლევან ჯანგველაძე შეეცადა იარაღის ამოღებას, ესეც წინააღმდეგობაში მოდის საქმის მტკიცებულებებთან და ვიდეო-მასალასთან, ამიტომ კონკრეტული განზრახვით იყო მისული გელა უძილაური", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
- შეგახენებთ, რომ გელა უძილაურმა წინა სასამართლოზე მკვლელობა აღიარა. ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა, მკვლელობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა