ნადიმ ხმალაძეს და კახა კვეკვესკირს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს
"ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის შემდეგ, გაუთქმელობაზე დღეს ხელი ასევე მოაწერინეს ნადიმ ხმალაძეს და კახა კვეკვესკირსაც.
როგორც ხმალაძე და კვეკვესკირი ამბობენ, დეტალებს მედიასთან ვერ გაამხელენ, თუმცა დაადასტურეს, რომ კითხვები 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა.
- ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მოწმის სახით დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლსი თანდასწერებით თამარ ჩერგოლეიშვილი, ნადიმ ხმალაძე და კახა კვეკვესკი გამოიკითხნენ.
მოვაწერე გაუთქმელობას ხელი და დეტალებში ვერ შევალ. კითხვები იყო 4 ოქტომბერზე და იმის იქით არაფერი. 4 ოქტომბერს ვიყავი ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა. ალბათ ასეთი ქემდებებით (გამოკითხვა) ხალხის დაშინება უნდათ.არ მეგულება ადამიანი, ჩემს წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცეს, ამის მიზეზი არმგონია ვინეს ჰქონდეს", - ამბობს ხმალაძე.
მომაწერინეს ხელი გაუთქმელობას. რაც შეეხება ამ საქმის დეტალებს, ამის თქმით, უფლება არ მაქვს, უბრალოდ ერთ ვიტყვი, რომ არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ 4 ოქტომბრის თემასთან. არანაირი დაგეგმარებაში არ ვყოფილვარ, არ ვიცი არაფერი. ქვეყნის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ისედაც არ ვაპირებ", - ამბობს კახა კვეკვესკირი.