ადვოკატი ამტკიცებს, რომ კურტანიძემ ყოფილ ცოლზე არა ძალადობა, არამედ ფიზიკური შეხება განახორციელა
ადვოკატი ირწმუნება, რომ ელდარ კურტანიძემ ყოფილ ცოლზე არა ძალადობა, არამედ ფიზიკური შეხება განახორციელა. უფლებადამცველი დღეს "ტვ პირველს" უმტკიცებდა, რომ "ოცნების" ყოფილ დეპუტატს ძალადობა მთელი მასშტაბებით რომ განეხორციელებინა, გამომდიანრე იქიდან რომ მსოფლიო ჩემპიონია, სერიოზულ დაზიანებას მიაყენებდა.
კურტანიძე ამას არასდროს იკადრებდა მისი ბუნებიდან გამომდინარე - ირწმუნება ადვოკატი.
მსოფლიო ჩემპიონია, ძალადობა რომ განეხორციელებია იმ ფორმით და მთელი მასშტაბებით, სერიოზულ დაზიანებას მიაყენებდა. თვითონ ბუნებაა კურტანიძის, რომ არასოდეს ამას არ იკადრებს. ის იყო გარკვეული ძალებსი მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი და ამ პროოკაციაზე მისი პასუხი იყო სანანებელი, აყვა გარკვეულ ემოციებს და ფიზიკური შეხება განახორციელა. დასკვანა არის, რომ არის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ის გარკვეულ პროვოკაციებს და ემოციებს აყვა და ფიზიკური შეხება განახორციელა", - აცხადებს ადვოკატი.
ბათუმის სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ახალი დანაშაულის ჩადენის და გამეორების საფრთხეს ხედავს, ამიტომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.
კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა.