"ჩემი მეუღლე მსხვერპლია" - ელდარ კურტანიძის ცოლი

15.10.25 17:36
"ჩემი მეუღლე მსხვერპლია" - ელდარ კურტანიძის ცოლი

 

 

დაკავებული "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის ცოლი, ტიკტოკერი სოფო მეფარიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ქმარი მსხვერპლია.

მეფარიშვილი ირწმუნება, რომ მომხდარში მოძალადე არა მისი ქმარი, არამედ კურტანიძის ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძეა. 

მე ერთადერთი მოძალადე ვიცი და მას ხათუნა ქვია. ის ჩემზე ძლადობდა პირველ რიგში. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გაბრალებს მამაშენის ძმაკაცს გაყევი ცოლადო. არის თუ არა ეს ძალადობა. ჩემი მეუღლე იყო მსხვერპლი. ხათუნა არ არის დასაცავი", - განაცხადა მეფარიშვილმა "პირველბთან" სასმაართლო სხდომის დასრულების შემდეგ. 

ბათუმის სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში  შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა.