დაბუჟება, ტკივილი, მაღალი წნევა და მხედველობის დაკარგვა ცალ თვალში - ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულ 64 წლის კაცთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა

15.10.25 18:15
დაბუჟება, ტკივილი, მაღალი წნევა და მხედველობის დაკარგვა ცალ თვალში - ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულ 64 წლის კაცთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა

დაბუჟება, ტკივილი, მაღალი წნევა და მხედველობის დაკარგვა ცალ თვალში - ოჯახის ინფორმაციით, ოთხ ოქტომბერს აქციაზე დაკავებულ 64 წლის კონსტანტინე კოკაიასთან ციხეში ექიმი ამ დრომდე არ შესულა.

როგორც სისხლის სამართლის წესით დაკავებული კაცის შვილი "პირველებთან" ამბობს, პარასკევის მერე ელოდებიან კონსტანტინე კოკას ზარს, თუმცა კაცს სავარაუდოდ, აკრძალული აქვს ზარებისა და პაემნების უფლება.

აქციის შემდეგ ეგრევე ჰქონდა მხედველობის პრობლემა წიწაკის სპრეის გამო. დღევანდელი ინფორმაციით, სრულად დაკარგული აქვს მარცხენა თვალში მხედველობა. სჭირდება აუცილებლად ექიმის ვიზიტი, რომელიც ორშაბათს მოითხოვა, თუმცა დღემდე არ შესულა. ასევე მარცხენა მხარე აქვს სრულიად დაბუჟებული. გულის არეში აქვს ტკივილები, აქვს უჰაერობა, ძლიერი თავის ტკივილი და წნევები. პარასკევის მერე ველოდები მამას ზარს, ადვოკატის პირით გადმოგვცა რომ ვიყოთ ყურადთებით ტელეფონთან, მაგრამ დღემდე არ არის დარეკილი", - ამბობს შვილი.