მკვლელობის დამკვეთების დასასახელებლად უძილაურს 9 დღე აქვს - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე ფინალშია
9 დღე განაჩენის გამოცხადებამდე - სწორედ ეს დროს აქვს გელა უძილაურს, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთები დაასხელოს. პროკურორი დღეს 2 საათის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ გელა უძილაურის მიერ ნათქვამი ვერსია სიცრუე იყო. გამოძიება ამტკიცებს, რომ შურისძიების არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა დ მკვლელეობა შეკვეთილი იყო.
არც სვეტა და არც სხვა ვინმე არ არსებეობს - თქვა დღეს პროცესზე პროკურორმა 300 გვერდიან დასკვნით სიტყვაში და იმ მტკიცებულებებს იშველიებდა, რომლითაც ჯანგველაძის მიმართ უძილაურის პირადი ინტერესი გამოირიცხებოდა.
7 გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო, კავშირები მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორებთან და შეხვედრა ძმებ მიქაძეებთან და გიორგი ჯოხაძესთან.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს თქვა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 15 თებერვალს, ბრალდებულ გელა უძილაურს, ძმებ - გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს შორის შეხვედრა შედგა, ამის შემდეგ კი მომდევნო თვეში, ანუ მარტში, "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ანგარიშზე გიორგი მიქაძის ანგარიშიდან დიდძალი თანხა ჩაირიცხა.
სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებები - მკვლელობის იარაღი და ტელეფონი უძილაურს გადამალული აქვს.
,,მჯერა რომ არც იარაღი და არც ტელეფონი არ გადაგიგდიათ. როდესაც მიხვდებით რომ დამკვეთბმა გაგწირეს მჯერა, ამ მტკიცებულებებს გამოაჩენთ" - ამ სიტყვებით დაასრულა სახელწმიფო ბრალდებამ დღეს დასკვნითი სიტყვა.
მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტს 24 ოქტომბერს გამოაცხადებენ.
დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.