თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამგორის მეტროში მგზავრის გარდაცვალებას ადასტურებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "სამგორში" მგაზვრის გარდაცვალებას ადასტურებს.
როგორც "tv პირველს" განუცხადეს, კაცის გადარჩენას სასწრაფო დახმარების ჯგუფი ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის, "ისნის", "სამგორის" და "ავლაბარი" მეტროსადგურები მგზავრებისთვის დახურულია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც საპატრულო პოლიცია საგამოძიებო პროცესს დაასრულებს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფეხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს," - წერია განცხადებაში.