სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ნათხოვნი შენდობა და ელდარ კურტანიძის აღიარება სხდომათა დარბაზში

15.10.25 21:05
სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ნათხოვნი შენდობა და ელდარ კურტანიძის აღიარება სხდომათა დარბაზში

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, ყოფილი ცოლის ცემა პირდაპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზში აღიარა. დღეს ელადარ ლუკა კურტანიძე მოსამართლეს შენდობას სთხოვდა და პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში პირობას დებდა, რომ დანაშაულის აღარ გაიმეორებს.  

დღეს კურტანიძის მხრიდან დღეს სასამართლომ ბევრი მადლობა და სინანული მოისმინა. მსოფლიო ჩემპიონმა მადლობა უხადა ოცნებას, ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს კი შენდობას თხოვდა, ირწმუნებოდა, რომ საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია ცრემლის და სინანულის გარეშე. თუმცა შენდობა არ უთხოვია იმ ადამიანისთვის, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდა. კურტანიძის სინანული მოსამართლემ არ გაითვალისწინა და პროცესიდან ისევ ციხეში დააბრუნა.

ყოფილი სპორტსმენი ირწმუნებოდა, რომ ყოფილ ცოლს ქონებები შერიგების მიზნით გადაუფორმა, თუმცა გადაფორმების შემდეგ მიქაცაძემ მოატყუა და აღარ შეურიგდა.

პროკურატურა ყოფილ მეუღლეზე ძალადობასთან ერთად ყოფილ დეპუტატს კიდევ 3 მუხლს, მათ შორის საკუთრების უფლების დარღვევასაც ედავება. 

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები