რუსთაველის გამზირზე, ხვალ, "ანტიკრიზისულ პლატფორმას" წარადგენენ
რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლთან, ხვალ, 21:00 საათზე, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები "ანტიკრიზისულ პლატფორმას" წარადგენენ.
განცხადების მიხედვით, ანტიკრიზისული პლატფორმა - "ღია, ინკლუზიური და არაპარტიული სივრცეა, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა ფიქრის, ცოდნის, პასუხისმგებლობის და მოქალაქეთა ერთობის ძალის".
ჩვენ ვართ მოქალაქეები, პროფესიონალები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პროტესტში გავერთიანდით საერთო პასუხისმგებლობით, რომ მხოლოდ ქუჩაში დგომა აღარ იყო საკმარისი. საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოქმედება და კრიზისიდან გამოსავალზე ერთიანი მუშაობა.
ასე შეიქმნა ანტიკრიზისული პლატფორმა - ღია, ინკლუზიური და არაპარტიული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა ფიქრის, ცოდნის, პასუხისმგებლობის და მოქალაქეთა ერთობის ძალის.
ეს არ არის ერთდღიანი აქტივობა - ეს არის ისტორიული პროცესის დასაწყისი, რომელიც გვაფიქრებს:
თუ არა ახლა - როდის?
თუ არა ჩვენ - ვინ?" - წერია განცხადებაში.