პარტიების აკრძალვის გეგმა - ვის ჩაწერს ივანიშვილის პარტია შავ სიაში?

15.10.25 20:03
პარტიების აკრძალვის გეგმა - ვის ჩაწერს ივანიშვილის პარტია შავ სიაში?

ასაკრძალი პოლიტიკოსების სიას "ოცნება", სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაწერს - გეგმა უკვე გაწერილია. ჯერ კანონპროექტს პარლამენტში დაამტკიცებენ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. მოითხოვენ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკაში არსებობის უფლება შეეზღუდოთ ოპოზიციონერ ლიდერებს. ასე ასრულებს ბიძინა ივანიშვილი გეგმას, რომელიც მის პარტიას გასულ წელს დაუსახა.

ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ამ მიზნისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს მანდატი მისთვის ხალხს არ მიუნიჭებია, თუმცა გეგმაში არაფერი შეცვლილა. 84 დეპუტატით უნდა გააქროს ყველა ოპოზიციური პარტია და პოლიტიკურ სივრცეში თავად მარტო დარჩეს. ვის ემუქრება გაუქმება - ეს ჯერ არავინ იცის "ოცნების" ლიდერშიპის გარდა. დეპუტატები მხოლოდ ვარაუდობენ.

ოცნება უპირებს არჩევნებში მონაწილეობა შეუზღუდოს ყველას ვისაც ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში მყოფად ჩათვლის. ასეთად კი თითქმის ყველა ოპოზიციონერს ნათლავს. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა, არ არის გამორიცხული აკრძალოს ისინიც, ვინც ერთ დროს მათ რიგებში იყვნენ. 

დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.