ვინ მიიყვანა დაბრმავებამდე 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაია?

15.10.25 20:17
ვინ მიიყვანა დაბრმავებამდე 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაია?

დათანხმდება თუ არა პროკურატურა მძიმედ დაშავებულის გირაოთი გათავისუფლებას? - 4 ოქტომბრის აქციის მონაწილემ ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. ადვოკატის თქმით, ათონელის სასახლესთან კონსტანტინე  კოკაიას ჯერ სპრეი შეასხეს, შემდეგ კი  პოლიციამ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს სახეში. ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციამ 64 წლის კაცი დაბრმავებამდე მიიყვანა. ერთ კვირაზე მეტია დაკავებული სამედიცინო დახმარებას ითხოვს. 

 რა ვითარებაში მიიღო 64 წლის კაცმა მძიმე დაზიანება - ამით გამოძიება არ დაინტერსებულა.   მხედველობის დაზიანებასთან ერთად კი კონსტანტინე  კოკაიას გულის დაავადება აქვს და უჰაერო სივრცეში ყოფნა მის სიცოცხლეს რისკს უქმნის. ოჯახი რეაგირებას ითხოვს, თუმცა ირკვევა, რომ დაკავების შემდეგ კოკაიას ამ დრომდე არ აქვს შესაძლებლობა რომ ზარის უფლებით ისარგებლოს და ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. 5 დღეა შვილი მამის ზარს უშედეგოდ ელოდება.

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ კოკაიას ზარის უფლება აქვს, მაგრამ თავად არ უსარგებლია.

კონსტანტინე კოკაია საპროტესტო აქციებზე მის მეგობრებთან ერთდ დადიოდა, მის გვერდით იყო სასახლის  ღობის საქმეზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილიც, ჩახუნაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს, დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად კი კოკაიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.