რას გეგმავს "ოცნება" მომიტინგეების წინააღმდეგ?

15.10.25 20:42
რას გეგმავს "ოცნება" მომიტინგეების წინააღმდეგ?

ხალხის ტერორისა და დაშინების კანონს ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მწვანე შუქი აუნთო - ხალხი ვერ დააშინეს და ამიტომ ახლა ციხით მუქარა აამოქმედეს. სრული სერიზულებით, ერთპარტიული პარტლამენტის, დეპუტატი შარმანაშვილი დღეს ამტკციებდა, რომ ჯარიმების ფულს აქტივსიტებს დიფ სთეითი უხდიდა, რომ ქუჩაში მდგომ ხალხს არ შეშინებოდა. 

ქუჩის გადაკეტვა უდრის 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. ცვლილებები კანონში პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცეს. ადმინისტრაციული წესით დააკავებენ მათ, ვინც ქუჩაში აქციზე პირბადით მივა ან სახეს სხვა საშუალებით დაიფარავს. 

კანონის გამკაცრება ქართულ ოცნებას იმდენად ესაჭიროება რომ მას პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. 110 ზე მეტი სინდის პატიმარი და პოლტიპატიმრეი უკვე ციხეშია.

დღეს "პირველებმა" "ოცნების" წევრებს ჰკითხა, კიდევ რამდენი კაცი უნდა გაუშვან ციხეში - პასუხები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები