პროტესტის 322-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
პროტესტის 322-ე დღე - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 322 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.