ბრიტანეთის სანქციების შიში "ოცნებაში" და საჯარო აღიარება თეა წულუკიანისგან

15.10.25 20:54
ბრიტანეთის სანქციების შიში "ოცნებაში" და საჯარო აღიარება თეა წულუკიანისგან

ბრიტანეთის სანქციების შიში "ოცნებაში" და საჯარო აღიარება თეა წულუკიანისგან. ოცნების დეპუტატი არ მალავს, რომ სანქციებს მძიმე ეფექტი აქვს.  წულუკიანი კიდობნიდან ურჩევს სანქცირებულებს, ბრიტანეთს ევროსასამართლოში უჩივლონ. 

ენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი ერთ-ერთი სანქციებულია. მას ბრიტანეული შეზღუდვების შემდეგ, საბანკო ანგარიშებიც კი გააუქმეს და ფულს ახლა სახლში ინახავს. დღეს გაბიტაშვილმა არ გვიპასუხა, აპირებს თუ არა წულუკიანის მოწოდებას აყვეს და ბრიტანეთს ევროსასამართოში უჩივლოს. ქართული ოცნება სანქციების გამო თავად არ აპირებს სარჩელი შეიტანოს სტრასბურგში, ის დასანქცირებულების მოქმედებას ელოდება. 

"ქართული ოცნების" მეგობარი ბიზნესმენები არ იქნებიან პირველები, ვინც სანქციების გამო იჩივლებენ - იგივე გააკეთეს პუტინის კარის ოლიგაქებმა, თუმცა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. 

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები