თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა.
განცხადების მიხედვით, მეტროსადგურ "სამგორში", "ისანში" და "ვარკეთილში" მგზავრთა მომსახურება აღდგა.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება ყველა სადგურზე განახლდა. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დროებით ვერ ემსახურებოდნენ მგზავრებს," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მეტროსადგურ "სამგორში" კაცი გარდაიცვალა, რის შემდეგაც პირველ ხაზზე მოძრაობა რამდენიმე საათი იყო შეზღუდული.